როგორც მოგეხსენებათ, კომპანია ეფლი ყოველწლიურად ატარებს კონფერენციას დეველოპერებისათვის, WWDC. წლევანდელი ღონისძიება, WWDC 2017 თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება, McEnery Convention Center-ში, სან-ჰოსე, კალიფორნია, აშშ. ამ ღონისძიების ყურება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
პრეზენტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ეფლმა მონაწილეებს დაუგზავნა მისასალმებელი საჩუქრები:
- შავი ჯინის კურტაკები Levi Strauss, WWDC ლოგოთი
- კომპანიის ლოგოს ძველი ვერსიის, აშშ დროშისა და SWIFT პროგრამირების ენის პინები, ტანსაცმელზე ან/და ჩანთებზე დასამაგრებლად
- Apple TV-ის დეველოპერების სამუშაო მასალები
მონაწილეებმა უკვე დადეს საჩუქრების ფოტოები ტვიტერზე: