WWDC 2017-ის ერთ-ერთი მოულოდნელი ანონსი გახდა iOS 11-ის ვერსია iPad-ისათვის. ახლა პლანშეტი აღარ აღიქმება როგორ უბრალოდ სმარტფონი დიდი ეკრანით.
მას აქვს სრულფასოვანი Dock, როგორც macOS-ში
iOS 11-ში iPad მიიღებს სრულფასოვან Dock-ს, როგორც ეს არის macOS-ში. მასში განთავსებულია აპლიკაციები სწრაფი წვდომისათვის და მისი ჩვენება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან.
ეს ძალიან მოსახერხებელია აპლიკაციებს შორის სწრაფი გადართვისათვის. და ეს საშულება დიდი ხანია მოთხოვნილი იყო ეფლის პლანშეტებზე.
პლანშეტი მუშაობს Drag and Drop-ით
შესაძებელია დოკიდან აპლიკაციების გადათრევა ეკრანზე, ასევე ფაილების გადათრევა მენისმიერ ადგილას. მოლლედ ამ ფუნქციას მრავალი გამოყენება აქვს.
Drag and Drop ყოველთვის იყო „მკვლელი“ ფუნქცია iOS-ის სამომავლო ვერსიებში და რომლესაც რეგულარულად ვხედავდით კონცეპტუალურ ნახატებში. ეფლმა გადააქია ეს მოლოდინი რეალობად.
iOS 11-ის ამ ვერსიაში არის Finder
პრეზენტაციის დაწყებამდე რამდნეიმე საათით ადრე App Store-ში გამოჩნდა Files.app აპლიკაცია. ის მხოლოდ პლანშტებზე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ გადმოწერა შეუძლებელი იყო.
ახლა გასაგებია, თუ რატომ შექმნა ეს აპლიაკცია ეფლმა. ის macOS-ის Finder-ის ანალოგია, ოღონდ პლანშეტებზე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ფაილებთან მუშაობის საკითხში პლანშეტებზე.
სიახლეები ნოუთებში
ეფლმა დაამატა ხელნაწერი შენიშვნების დამატების შესაძლებლობა iOS 11-ში. ახლა შესაძლებელია ნებისმიერ აპლიაკციაზე ზემოდან დაწერა, Apple Pencil-ის საშალებით. თანაც სისტემა ახდენს ხელნაწერის ამოცნობას.
სტანდარტულ Notes.app-ს შეუძლია დოკუმენტების საკნირება, ამ ფალებიდან ტექსტის ამოცნობა. არის თუ არა ქართული ენა მხარდაჭერილი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
როდის ველოდოთ ახალ სისტემას
დეველოპერებისათვის iOS 11 უკვე ხელმისაწვომია, საჯარო ბეტა ორიოდე კვირაში გამოჩნდება, ხოლო რიგითი მომხმარებლები შემოდგომაზე შეძლებენ განახლების მიღებას.
ეფლმა სერიოზულად იმუშავა მთელი წელი მობილური საოპერაციო სისტემის განახლებაზე.
და ეს უდავოდ სასიხარულო ამბავია.