WWDC 2017 ორშაბათს ჩატარდა, 5 ივნისს. მას მერე უკვე თითქმის 2 დღე გავიდა და ჩვენ აქტიურად ვეცნობით სიახლეებს.
თურმე, ბევრი კარგი სიახლის და გასწორების გარდა, ეფლმა ორი ფრიად სასიამოვნო სიახლე მოგვიმზადა და მათ ძალიან ბევრი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა!
სიახლე ნომერი ერთი — FLAC-ის მხარდაჭერა
iPhone-მა ისწავლა FLAC-ფორმატის აუდიო-ფაილების დაკვრა, გაიხარეთ — უკვე შესაძლებელი იქნება შეუკუმშავი მუსკის მოსმენა, მთავარია iOS 11 გეყენოთ.
ჯერ-ჯერობით ცოტა მიუხერხებლად მუშაობს და Apple Music-ში არ არის ინტეგრირებული. FLAC ფორმატში მუსიკის მხარდაჭერა აქვს ახალ აპლიკაციას, Files.app. შეგიძლიათ გადაყაროთ ფაილები iCloud-ში, Dropbox-ში და უსმინეთ iPhone-ზე, ან iPad-ზე!
შესაძლოა, iTunes-ის შემოდგომის განახლებაზე ამ თემაზეც ისაუბრონ. ასევე მოსალოდნელია, რომ iPhone 8-ს მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა აღმოაჩნდეს.
სიახლე ნომერი ორი — Gmail-ის წერილები დროულად მოდის
თქვენც ჩემსავით გაგიჟებდათ ის ფაქტი, რომ სტანდარტულ საფოსტო პროგრამაში Gmail-იდან წერილები დაგვაინებით მოდიოდა?
აღსრულდა როგორც იქნა, ახლა ისინი მყისიერად მოდის და არ არსებობს იმის საჭიროება, რომ სხვა რამე აპლიკაცია გამოიყენოთ.
აი, ახლა უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ iOS 11 ნამდვილად გამოუვიდათ კუპერტინოელებს. და ტან ეს ჯერ პირველი ბეტაა.