აიფონის სინქრონიზაცია iCloud-ით — საკმაოდ მოსახერხებელია რამეა, მაგრამ იმდენად არა, როგორც iOS 11-ის ახალი ფუქნცია. ჯერ-ჯერობით, სინქრონიზაციის შემდეგ კიდევ რჩება ინფორმაციის გარკვეული ოდენობა, რომელიც ხელით უნდა შეიტანოთ (პაროლები, მაგალითად).
iOS 11-ში გამოჩნდა ახალი ფუნქცია, „ავტომატური მორგება“, რომელიც მყისეულად გადაიტანს ყველა საჭირო მონაცემებს ერთი აიფონიდან მეორეში — Wi-Fi პაროლები, Apple ID, პირადი პარამეტრები, პაროლები და ა.შ. როგორ გავაკეთოთ ეს?
- ვიღებთ ხელში ორ მოწყობილობას, რომლებზეც დაყენებულია iOS 11;
- აიფონზე, რომელზეც უნდა გადმოვიდეს მონაცემები, გადავდივართ სამუშაო დაფაზე, სადაც გამოჩნდება iOS Assistant;
- ეკრანზე გამოჩნდება წარწერა „მიიტანეთ iOS-მოწყობილობა ახლოს ამ აიფონთან“;
- მიყევით ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას.
სულ ესაა! თქვენი ახალი მოწყობილობა მორგებულია და მზად არის სამშაოდ! ამაზე მარტივად რა უნდა იყოს?