“ამ აპლიკაციის მოცულობა 100MB-ზე მეტია, ჩამოტვირთეთ მხოლოდ WiFi-სთან კავშირის შემდეგ” — ოოო როგორი შემაშფოთებელია ეს წინადადება!
ბევრი რამ შეიცვალა iOS-ში და დიდი დრო გავიდა უკვე, მაგრამ Apple კიდევ არ გვაძლევს უფლებას, რომ 100 მეგაბატიზე დიდი მოცულობის აპლიკაცია ჩამოვტივრთოთ მობილურის ინტერნეტით. გასაგებია, რომ ეს კეთდება დაბალი სიჩქარის გამო. მაგრამ ხო შეიძლება დავამატოთ სისტემაში ამ შეზღუდვის გამორთვა-ჩართვა?
ამის იმედი გაჩნდა, როდესაც iOS 11-ის ბეტა ვერსია გამოვიდა — აპლიკაცია იწყებს გადმოწერას, მაგრამ მერე ჩერდება და უბრალოდ ტრიალებს, იმედი გვაქვს, რომ ეს უბრალოდ ბეტა ვერსიის ბაგია.