ჭკვიანი სათვალეები ეს საკმაოდ ძველი ჭორია რომელიც კუპერტინოდან მოვისმინეთ, რომელიც უკვე ყველას დავიწყებული აქვს. ბოლო რამოდენიმე დღეა ახალი წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციებს.
ახლა გავრცელებულ ჭორებში უკვე სათვალეს VR/AR-ჩაფხუტი დაემატა. საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი მოწყობილობები თავსებადი იქნება iCloud-თან:
• 3D სათვალე
• ჩაფხუტი
• ჭკვიანი სათვალე
• ხელის ციფრული ელექტრონული მოწყობილობები, რომელსაც შეუძლია ინტერნეტთან კავშირი
• კომპიუტერული პროგრამული კონფიგურაცია, დამუშავება და მართვა
• მონიტორები და ვირტუალური რეალობა
• კონტროლერები და ყურსასმენები
• მზის სათვალე
• ოპტიკური სათვალეები
• ოპტიკური პროდუქცია
არც ისე დიდი ხნის წინ Apple-მა შეიძინა ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებისთვის, თვალის მოძრაობის თვალსაზრისით სახელად SensoMotoric — წამყვანი ინდუსტრიაში.
ბრენდის გაფართოებაზე iCloud-მა მიგვანიშნა, გარდაუვალია Apple-გან დიდი რაოდენობით ჭკვიანი პროდუქტის მიღება.