GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ არ შექმნის Apple შენთვის საოცნებო iPhone-ს

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
12/07/2017
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
5
2.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენს პორტალზეც და სხვაგანაც, სადაც იდება ინფორმაცია iPhone-ის შემდეგი მოდელის შესახებ, მომენტალურად გროვდება უამრავი ზიზღით და ბოღმით სავსე კომენტარები. კომენტარები, რომლებიც სავსეა ეფლის მიმართ სიბრაზით, თითქოსდა ამ აიფონის დიზაინზე და ფუნქციებზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე, შემოსავალი და გუნება-განწყობილება.

თუმცა ემოციების გაგება შესაძლებელია: ბევრისთვის აიფონი — ერთადერთი სწორი გაჯეტია, რომელის ღალატი საძნელო საქმეა მორალურად. დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს რეაქციას ჭორების მორიგ პორციაზე.

მაგრამ ჩემი აზრით, ამ საკითხისადმი რაციონალური მიდგომა უმჯობესია. ცხადია: როგორც არ უნდა იყოს აიფონის შემდეგი მოდელი, ის თქვენ არ მოგეწონებათ. სწორედ ასე იტყვით ნახევარი წლის შემდეგ, როდესაც დაიწყებთ კიდევ უფრო შემდეგი მოდელის განხილვას.

რატომ არის დამნაშავე ამაში მაღალი მოლოდინები

ყველაზე საუკეთესო შთაბეჭდილება — უეცარია. გონების წინასწარი ემოციებით დაპურების შემდეგ ხშირად საკუტარ თავს აკლებ ცხოვრებისაგან რეალურ სიამოვნების მიღებას. ეს სპოილერს გაქვს. მაგალიტად, გამოდის ტიმ კუკი და ამბობს: აი ჩვენი გეგმა შეემდეგი სამ წელზე. ყელაფერი ასე იქნება. და, ფარდა. დამეთანხმე რა, არ მოგეწონება.

სხვა საქმეა — ეფლის პრეზენტაციების ყურება „ბრმად“. ემოციები, პოზიტივი გაცილებით მეტია. დამტკიცებულია მრავალჯერ უკვე. როგორც წესი გიკები მაინც ბუზღუნებენ, რომლებსაც გონებაში რაღაც სხვა აიფონი აქვთ წარმოდგენილი. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეფლის ხელმძღვანელებზე უფრო ჭკვიანებიც არიან. მეგობრებო, მერწმუნეთ, ეს ასე არ არის.

მაშ, ვინ არის იმაში დამნაშავე, რომ პრეზენტაციის შემდეგ ამდენი ნეგატივი რჩება?

ფაქტია, რომ იმედგაცრუებაში ახალი აიფონისაგან დამნაშავეა მაღალი მოლოდინები, რომლებიც შეფიცხებულია ჟურნალისტების და ანალიტიკოსების მიერ (ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ამ საკითხში არ ვიხსნით).

ყოველ წელს, ზამთრიდან მოყოლებული ჭორები ახალი აიფონის შესახებ ყველაზე უსაფრთხო თემაა ანალიტიკოსებისათვის და მედიისათვის. ხშირად ჭორი ცარიელ ადგილზე ჩნდება და ფაქტიურად თითიდან არის გამოწოვილი: უსადენო დატენვა, უფრო დიდი ეკრანი, უფრო თხელი კორპუსი, სხვა მასალები, სენსორების სხვანაირი განლაგება და ა.შ.

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

ნახევარი წლის განმავლობაში ჭორების პატარა გორგალი უზარმაზარ ზვავად იქცევა, ხოლო მოლოდინები რეალობას ძალიან ცდება, არარეალისტური რენდერების მიზეზით.

ამ ისტორიების ფინალი ყოველთვის ერთნაირია: ვინც ყველაზე მეტად ელოდებოდა, ის ყოველთვის უკმაყოფილოა. მაგალითები? კი ბატონო! აგერ შემოდგომაზე გამოვა აიფონის მორიგი მოდელი. თითქოსდა ის კარგი იქნება (არადა ნამდვილად იქნება), მაგრამ ბევრი უკმაყოფილო კომენტარს მოსვიმენთ და წავიკითხავთ.

უკეთეს შემთხვევაში ცვლილებები მინიმალური იქნება: ექნება უფრო დიდი ეკრანი და უსადენო დამტენი, ისიც გარკვეული დროის შემდეგ და სპეციალური, ცალკე შესაძენი აქსესუარის საშუალებით.

უარეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ iPhone 7s-ს, მინიმალური განახლებებით. და არანაირი iPhone 8 არ გამოვა, აი ასე!

რაო? არაა ხომ სასიამოვნო? ჩვენც ასე გვგონია.

როგორ ველოდოთ სწორად ახალ iPhone-ს

ნუ ელოდებით. ნუ ფანტაზიორობთ.

შენი ოცნების აიფონი არ იარსებებს არასდროს — ეს აუსრულებელი ოცნებაა კაპიტალისტურ საზოგადოებაში. ეფლი ვალდებულია გამოუშვას ახალი აიფონი ყოველ წელს. იდეალურს არ გააკეთებს, იმიტომ რომ შემდეგ წელს ახალს არავინ იყიდის. ესაა რეალობა.

ჯამში იქნება ასე: გამოვა iPhone 8, ან 7s. და შენ მას იყიდი, ვერსად გაიქცევი.

და ნუ ირთულებ ცხოვრებას.

Tags: iPhone
Previous Post

Apple-ის ინჟინერებში პანიკაა, iPhone 8-ის დასრულებას ვერ ასწრებენ

Next Post

iCloud სავაჭრო ნიშნით ჭკვიანი სათვალეები გამოვა

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
80
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
411
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
461
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
iCloud სავაჭრო ნიშნით ჭკვიანი სათვალეები გამოვა

iCloud სავაჭრო ნიშნით ჭკვიანი სათვალეები გამოვა

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG