კომპანია iFixit-მა გამოაქვეყნა Samsung Galaxy Note7 Fan Edition-ის რემონტის ინსტრუქცია და მისი რეიტინგი 4/10 აღმოჩნდა, რემონტის შესაძებლობის შკალაზე. მაგრამ ეს არ არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი.
სმარტფონების ტოპ ხუთეულში, რომელთა რემონტიც საკმაოდ ძნელია, შემდეგი მოდელები შევიდა:
5. iPhone 7/7 Plus
რემონტის შესაძლებლობა: 7/10
ეფლის მთავარ სმარტფონს ფაქტიურად არა აქვს პრობლემა ნაწილების შეცვლის საკითხში. აკუმლატორი ადვილად იხსნება, ეკრანი და Home ღილაკი — აგრეთვე.
მთავარი პრობლემა აწყობის თავისებურებაშია. რემონტისათვის მინიმუმ 4 სხვადასხვა სახრახსნისი დაგჭირდებათ.
4. Huawei Mate 8
რემონტის შესაძლებლობა: 6/10
მრავალი კომპონენტი — მოდულური სახისაა, ამიტომ მათი შეცვლა არაა ძნელი, სტანდარტული ვინტების გამო კორპუსის გახსნა ადვილია.
დეტალების ნაწილი ეკრანის უაკანა მხარეს მარგდება. რის გამოც ეკრანის დაზიანების ალბათობა იზრდება.
3. LG G6
რემონტის შესაძლებლობა: 5/10
ამ მოდელის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ კომპონენტების დიდი ნაწილი მოდულურია და ადვილად იცვლება.
პრობლემა, ისევე როგორც ჰუავეის შემთხვევაში, ეკრანზე დამაგრებული ნაწილებია. უკანა და წინა შუშა საკმაოდ ადვილად ტყდება, კორპუსის გახსნის დროს. ხოლო შიგნიდან წებოს მრავალგზის გამოყენების გამო ამ მოდელის რემონტი გაძნებულია.
2. Samsung Galaxy S8/S8+
რემონტის შესაძლებლობა: 4/10
რაც შეეხება კორეულ მოდელს, მასში მრავალი დეტალის გამოცვლა არის შესაძლებელი, მაგრამ ყველასი არა. მაგალიტად აკუმლატორი იცვლება, მაგრამ მისი მოხსნა ფანტასტიურად ძნელია. შეიძლება დედა დაფა დააზიანოთ.
ამის გარდა, კორპუსის გახსნა — არ არის ადვილი საქმე. წინა და უკანა პანელები შუშისაა, ისინი შეიძლება გატყდეს კორპუსის გახნსისას.
და ბოლოს. ვინაიდან წინა პანელს მომრგვალებული ფორმა აქვს, დიდი შანსია რომ ეკრანი დააზიანოთ.
1. HTC One M9
რემონტის შესაძლებლობა: 2/10
ამ მოდელს მხოლოდ ერთი პლუსი აქვს, Phillips-ის სტადნარტული ჭანჭიკები, რის გამოც უკანა ხუფი ადვილად იხსნება.
მოწყობილობის ეკრანი პრაქტიკულად არ ექვემდებარება გამოცვლას, მისი მოხსნა და დაყენება ძნელია. აკუმლატორი ჩამალულია დედა დაფის ქვემოთ, რაც აძნელებს მის გამოცვლას.
კომპონენტების უმეტესი ნაწი��ი დაწეპებულია, რის გამოც ძალიან ძნელია მათი გამოცვლა.