Apple-ის ახალ iPhone 8-ზე Tocuh ID-ის უკან გადატანის ვერსია უფრო რეალურია ვიდრე ეკრანში ჩამონტაჟების — იტყობინებიან Ai edition-ის ექსპერტები და მოწყობილობის სავარაუდო დიზაინის ფოტოებსაც გვთავაზობენ. გამოქვეყნებული ფოტოები გვიჩვენებს მომავალი ფლაგმანის მეტალის კორპუსს, სადაც კარგად ჩანს უკანა მხარეს Touch ID-თვის განკუთვნილი სენსორი.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია GEMUG-ის ადმინისტრაცია ვერ დავადასტურებთ წარმოდგენილი სურათების ავთენტურობას, უნდა ვაღიაროთ, რომ ფოტოები საკმაოდ ხარისხიანია და რეალურს გავს, იმ ნამუშევრებზე მეტად მაინც რაც აქამდე ვნახეთ. გარეგნულად, წინა მორბედ გავრცელებულ ფოტოებში არსებულ დიზაინს სრულიად — 100%-ით ემთხვევა. მას აქვს ზუსტად იგივე ხვრელების კომპლექტი. ასევე ვერტიკალური კამერები.