2016 წლის 21 მარტს, Apple-მა მსოფლიოს ახალი სმარტფონი გააცნო — iPhone SE! სმარტფონი დიზაინით iPhone 5S-ის კლონია, მაგრამ მასში დაახლოებით იგივე სიძლიერის მონაცემებია რაც iPhone 6S-ში გვაქვს. ეს მოდელი მსოფლიოში ძალიან მალე გახდა პოპულარული, ის ძალიან ბევრ Apple-ის მომხმარებელს შეუყვარდა.
ამჯერად ვარაუდობენ, რომ მომდევნო iPhone SE, რომლის გამოსვლას ჯერჯერობით ეჭქვეშაა, iPhone 7-ის მონაცემით ვიხილავთ. ჭორების მიხედვით ახალი iPhone SE აგვისტოში უნდა წარმოგვიდგინონ, რაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ბევრის აზრით Apple წელს საერთოდ თავს შეიკავებს 4 ინჩიანი მოდელის წარმოებისგან.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით ახალი iPhone SE-ს მოდელი იმაზე იაფი ეღირება ვიდრე ამჟამინდელი თაობა. ეს აზრიც ძალიან საეჭვოა, თუ ვიფიქრებთ, რომ სმარტფონი განკუთვნილი იქნება განვითარებადი ბაზრისთვის, როგორიც ინდოეთია.
თუმცა, თუ გადავხედავთ iOS 11-სა და თანამედროვე აპლიკაციებს, დაინახავთ, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად ადაპტირებულია 4 ინჩიანი ეკრან���ს დიაგონალზე. ეს ფაქტი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ iPhone SE-ს მოდელი საერთოდ უნდა დავივიწყოთ.