Apple-მა ფედერალური კომუნიკაციების კომისიიდან 5G ინტერნეტ ქსელის გატესტვის ნებართვა მიიღო.
განსხვავებით კონკურენტებისგან, Apple შეამცირებს ტალღის სიგრძეს და გაზრდის სიხშირეს. ტესტირება კუპერტინოს მთავარ ოფისთან გაიმართება.
5G ქსელის ტესტირებით არა მხოლოდ Apple, არამედ სხვა ტექნიკური კომპანიებიც არიან დაინტერესებული, მათ შორის არიან — Facebook, Google და Samsung-ი.
თუ ამ წელს Apple-ის iPhone-ს არ ექნება 5G მხარდაჭერა, მაშინ ეს მომდევნო iPhone-ში აუცილებლად იქნება!