ჩინეთის Insider-დან ინტერნეტში გავრცელდა iPhone 8-სა და Samsung Galaxy Note 8-ის წინა პანელის ფოტოები, რაც საშუალებას გვაძლევს დიზაინით შევადაროთ ისინი ერთმანეთს.
ეს არის ორი კონკურენტი კომპანიის სმარტფონი, რომელიც 2017 წელს უნდა ვიხილოთ. ფოტოდან კარგად ჩანს, რომ Samsung-მა გადაწყვიტა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა და აწარმოოს Infinite Display-ის ეკრანი.
iPhone-ს რაც შეეხება, როგორც ჩანს მისი წინა მხარე მთლიანად ეკრანით იქნება დაფარული, რომელსაც ერთი ზედა ზოლი ექნება. სენსორების და ფრონტალური კამერისათვის.
რომელი მოწყობილობა უფრო კარგი იქნება? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 😉