სტივ ტროტონ სმიტი განაგრძობს HomePod-ის საოპერაციო სისტემის შესწავლას. საინტერესო სიახლეები iPhone 8-ის შესახებ სულ უფრო მატულობს.
ჯერ ერთი, გაიზრდება ეკრანის გარჩევადობა — 1125х2436 წერტილამდე (ახლა არის 750 x 1334 iPhone 7-ში). და მასში გამოყენებული იქნება ვირტუალური Home-ღილაკი, რაზეც სხვა ინსაიდერების არაერთხელ საუბრობდნენ.
მეორე სიახლე — კლავიატურის გაუმჯობესებული ინტერფეისი. სმიტი ჯერ-ჯერობით არ არის დარწმუნებული, იქნება თუ არა ვიზუალური ცვლილებები, შესაძლოა მხოლოდ რეფაქტორინგით (კოდის ოპტიმიზაცია) შემოიფარგლონ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ველოდოთ ელემენტების მცირედ გადაადგილებას (ენის შეცვლის და მიკროფონის ღილაკები შესაძლოა Home-ღილაკის სივრცეში გადავიდნენ).
როგორც ჩანს, iPhone 8 განსხვაბებული იქნება არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შიდა აგებულებითაც. ჩვენ ამას სულ მალე გავიგებთ.