კრეიგ ფრედერიგი – პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ავტორი და Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი. იგი კიდევ ერთ ინტერვიუს აძლევს ჯონ გუბერს, რომელიც ძირითადად Face ID-ს შეეხება.
ფედერიგის აზრით, Face ID-ის ეპოქის დაწყება ზუსტად იგივე ეტაპებს მოიცავს, როგორც ეს თავის დროზე Touch ID-ს ჰქონდა. იგი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ხალხი მივა იმ დონემდე, რომ ისინი ვერ შეძლებენ Face ID-ის გარეშე სმარტფონთან ურთიერთობას, როგორც ეს თითის ანაბეჭდის შემთხვევაში იყო.
ჩვენ პატიონსად ვითვლით იმ ტექნოლოგიურ ნაბიჯებს და დღეებს, რომელიც მიგვიყვანს იმ ფაზამდე, სადაც უკვე ხალხი აითვისებს ახალ ტექნოლოგიას Face ID-ს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ისევე როგორც Touch ID.
თავდაპირველად ხალხი ფიქრობდა, რომ “Apple-მა გააკეთა რაღაც, რაც არ იმუშავებს, მე არ ვუჭერ მხარს და მე არ გამოვიყენებ ამ ფუნქციას”. ეს იყო Touch ID-ზე.
ახლა კი ხედავთ რა სიტუაციაა, მათ Touch ID-ის გარეშე აღარ უნდათ.
ფედერიგმა ასევე აღნიშნა, რომ სახე სკანერი ბიომეტრიული ტექნოლოგიების მომავალია.
მე ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაც, არსებობს პროდუქტები, რომელებიც მოითხოვს თქვენს ყურადღებას. ჩვენ ვმუშაობთ ხალხთან – ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ჰარმონიულად ვამყარებთ ურთიერთობას მომხმარებლებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ერთმანეთს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ წინ გადადგმული ნაბიჯებით.
ინტერვიუ მთლიანად Face ID-ის თემატიკას მიეძღვნა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფედერიგი კარგ შედარებას აკეთებს Touch ID-თან. თქვენი აზრით გაამართლებს Face ID?