როგორც წინა სტატიებში გითხარით წინასწარი გაყიდვები Apple-ის ახალ 3 პროდუქტზე 15 სექტემბერს 10 საათზე დაიწყო, თავიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა უპრობლემოდ მოახერხა iPhone-სა თუ Apple Watch-ის ყიდვა. ახალი iPhone-ის მიწოდების დრო 2 კვირა იყო — საათის კი 3 კვირის განმავლობაში.
პრობლემა ის არის რომ მოთხოვნის ძალიან დიდი რაოდენობის გამო, გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიწოდების დრომ რამდენიმე დღით გაიზარდა. ერთი კვირით და მალევე 2 კვირითაც კი. შეგახსენებთ, რომ წინასწარი გაყიდვები ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო.