12 სექტემბერს სტივ ჯობსის სახელობის თეატრში კომპანია ეფლმა წარმაოდგინა განახლებული სმარტფონები, iPhone 8 და iPhone 8 Plus.
დიზაინი
როდესაც დარბაზში, ეკრანზე გამოჩნდა ახალი სმარტფონის ფოტო, დარბაზში მსხდომნი გაისუსნენ. ისე ჩანდა, თითქოს iPhone 8-ის სიზაინი არ განსხვავდებოდა iPhone 6/6s/7-საგან და აშკარად ღირდა, რომ მისთვის iPhone 7s დაერქმიათ.
ეს ასე არ არის, სმარტფონის ახალი მოდელი სპეციალური, 7 ფენოვანი შუშისგან არის დამზადებული. შუშის ორი, წინა და უკანა ფენა შეკავშირებულია ალუმინის ჩარჩოთი. ზუსტად ისევე, როგორც ეს iPhone 4 და 4s-ში იყო.
ეკრანი
ახალ მოდელში გამოყენებულია ისეთივე მაღალი ხარისხის ეკრანი, True Tone, როგორიც გამოყენებულია iPad Pro-ში. ეს ეკრანი ფერის ტემპერატურას ადაპტირებას უკეთებს გარე განათების მიხედვით. მაგალითად, ქუჩაში ფერები ბუნებრივი და ჩვეული იქნება, ხოლო ოთახის განათებაში გამოსახულება უფრო თბილი და კომფორტული გახდება ყურებისათვის.
კამერა
ახალ iPhone 8-ში ჩამონტაჟებულია სრულიად ახალი, 12 მეგაპიქსელიანი კამერა. მეგაპიქსელების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმც ახალი კამერა უფრო მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებას გვპირდება არასაკმარისი განათების შემთხვევაში. გაჩნდა ახალი ფუნქცია, პორტრეტული განათება: სისტემა ავტომატურად გამოყოფს პორტრეტს უკანა ფონისგან და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ეფექტები სტუდიური ხარისხის ფოტოების მისაღებად.
შესაძლებელია ვიდეოს გადაღება 4K ხარისხით და 60 კადრი წამში, ასევე შესაძლებელია 1080p ხარისხში 240 კადრი წამში სისწრაფით.
დამატებულია ცალკე რეჟიმი დამატებითი რეალობის აღსაქმელად, რომლის შემთხვევაშიც აფართოვებს სმარტფონის ურთიერთქმედებას გარემოსთან.
მაგალითისათვის ეფლმა გვიჩვენა სამგანზომილებიანი თამაში პირდაპირ ავტომობილების პარკინგზე, მოთამაშეების სტატისტიკა ბეისბოლის მოედანზე და ვარკვლავების ცის რუკა შესაბამისი აღნიშვნებით.
შიგთავსი
გამოთვლითი სიმძლავრე კვლავაც გვაოცებს. iPhone 8-ის გული სრულიად ახალი ტიპის პროცესორია, A11 Bionic.
64 ბიტიანი, 6 ბირთვიანი პროცესორი 70%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის.
უსადენო მოდულები
iPhone 8 აღჭურვილია Bluetooth 5.0 მოდულით და უსადენო დატენვის მოდულით.
პირველად ეფლის ისტორიაში მისი სმარტფონები იტენება სპეციალური დამტენი სადგურის საშუალებით. სამწუხაროდ, კომპანიამ საკმაოდ დააგვიანა ამ მიმართულებაში, კონკურენტების მოდელები უკვე მრავალი წელია ამ ფუნქციით სარგებლობენ.
რა ღირს
სმარტოფონი აღჭურვილი იქნება 64 და 256 გბაიტი მეხსიერებით, ფერთა გამა საკმაოდ მწირია: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.
ფასები აშშ-ში $699-დან იწყება, ხოლო Plus მოდელი $799-დან.
როდის
15 სექტემბერს დაიწყო წინასწარი შეკვეთები. ხოლო მიწოდება დაიწყება 22 სექტემბერს.
თუმცა ამ ეტაპზე ყველა ეგზემპლარი უკვე გაიყიდა.