Samsung Galaxy Note 8 საუკეთესო შედეგს აჩვენებს ფოტოს გადაღების დროს, მაგრამ Apple-ის ახალი ფლაგმანიც ასევე საუკეთესო ფოტოს იღებს. — მაშინ რატომ არის iPhone პირველ ადგილზე? იმიტომ, რომ ის ვიდეო გადაღებაში უკეთესია. ეს დასკვნები უახლესი კვლევების, Dxo Labs-ის ტესტირების შემდეგ გამოიტანეს.
ფოტოგრაფიის ენთუზიაისტები, რომლებიც ამ ტესტირებებში მონაწილეობას იღებდნენ აღფრთოვანებულები არიან. მათი თქმით ამ სმარტფონება ფოტოგრაფიის სამყაროში თავისი ორი კამერით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს. ორივე სმარტფონი გამოირჩევა ახალი PDAF ავტოფოკუსით, ოპტიკური სტაბილიზაციით და ავტო HDR-ის ფუნქციით.
საბოლოო ქულა, რომელსაც შესაბამისი ტესტებიდან გამომდინარე იღებენ ორივე სმარტფონისთვის ერთი იყო 94, მესამე ადგილს iPhone 8 იკავებს, შემდეგ მოყვებიან: Google Pixel, HTC U11, Apple iPhone 7 Plus, Apple iPhone 7, Sony Xperia XZ Premium და ა.შ კომპანია DoX-ი 10,000 მეტი კამერის ლინზებისა და მობილურების გამოსახულებების ხარისხს ადევნებენ თვალს მუდმივად ტესტავენ. მათი ტესტვის მრეწველეობა ერთერთი ყველაზე პოპულარულია კამერების სამყაროში.