სამყაროში არის ადამიანთა ორი წყება. ერთნი იყენებენ ციმციმას ტელეფონში, ხოლო მეორენი — არა. ვფიქრობთ, უმეტესობა მეორე წყებას ეკუთვნის.
როგორც წესი, ეს დაკავშირებულია გადაღების დროს ძლიერ ხარვეზებთან — ფონი ზედმეტად მუქია, თეთრი ადგილები გადანათებული და ა.შ. iPhone 8-ის გამოსვლასთან ერთად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
ახალი ციმციმა მუშაობს Slow Sync Flash ტექნოლოგიით. ის უფრო სწრაფად მუშაობს და ამავდროულად ამცირებს შატერის გახსნის დროს.
შეადარეთ: მარცხნივ — iPhone 7 Plus, მარჯვნივ – iPhone 8 Plus.
როგორც ვხედავთ, მარხენა ფოტოზე ფონი ჩამუქებულია, ფერები მკრთალია, თვალები — წითელი, ხოლო ფოტოს გარკვეული ადგილები გაიდღაბნა. iPhone 8 Plus-ის შემთხვევაში მსგავსი პრობლემები არ შეინშნება — ყველაფერი საკმარისად ნატურალურია.
CNET-ის რედაქტორებმა ახალ ციმციმა იმ მთავარ მიზეზად დაასახელეს, როს გამოც უნდა ვიყიდოთ ეფლის ფლაგმანური სმარტფონი.
წყარო: CNET