2001 წლის 23 ოქტომბერს კასეტური დამკვრელების, CD-დისკების და სხვა მაგდაგვარ პროდუქტებს Apple-მა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სტივ ჯობსმა წარმოადგინა პორტატული აუდიოდამკვრელი, iPod.
1000 სიმღერა ჯიბეში, 5 გბაიტი მეხსიერება, მონოქრომული, LCD-ეკრანი და ფასი $399. ასეთი იყო პირველი iPod.
ხოლო პირველი სარეკლამო რგოლი ასეთი იყო:
2004 წლამდე iPod მხოლოდ ეფლის კომპიუტერებთან იყო თავსებადი. Apple ანახლებდა დამკვრელები მოდელებს, უშვებდა სულ უფრო ახალ აიპოდებს პრაქტიკულად ყოველ წელს.
16 წლის განმავლობაში კომპანიამ წარმოადგინა:
- iPod Classic-ის 6 თაობა;
- iPod mini-ის 2 თაობა;
- iPod nano-ს 7 თაობა;
- iPod touch-ის 6 თაობა;
- iPod Shuffle-ის 4 თაობა.
2017 წლის ზაფხულში ეფლმა შეწყვიტა ყველანაირი iPod-ის წარმოება, გარდა iPod Touch (7 gen)-ისა. დრო იცვლება და კომპანიამ ფსონი Apple Music-ის სტრიმინგულ სერვისზე დადო. შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ iPod საერთოდ ჩაბარდება ისტორიას, ხოლო Apple სამუდამოდ უარს იტყვის დამკვრელების წარმოებაზე.
როგორც არ უნდა მოხდეს, iPod სამუდამოდ დარჩება როგორც ლევოლუციური პროდუქტი.
დაბადების დღეს გილოცავთ, iPod!
წყარო: MacRumors