დიახ, ეს სიმღერა რომელიც 2017 წლის ზაფხულში არაოფიციალურ ჰიმნად იქცა, ბევრი რამ მოახერხა. სანამ სამუდამოდ დაგვივიწყებია, მოდი ავღნიშნოთ ის ჩვენს სუბიექტურ კონტექსტში.
დესპასიტოს ორი შემსრულებელი ჰყავს, მათ სახელებს უფრო ნაკლებად იხსენებენ ვიდრე თავად სიმღერას, მაგრამ ფაქტია მათმა სიმღერამ Youtube-ის რეკორდი დაამყარა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუსიკა გახდა — 4 მილიარდი ნახვა.
ჩვენ ამ კლიპის შექმნასთან მიმართებაში ყველაზე მეტად კარლოს პერესით ვართ დაინტერესებულები, რომელიც ვიდეო კლიპის შექმნის პროცესს ხელმძღვანელობდა. აღმოჩნდა, რომ ვიდეო რედაქტირებული იყო Apple-ის Final Cut Pro X-ში.
პერესმა აღნიშნა, რომ რაც ის FCP-ზე გადავიდა, მუშაობა ბევრად მარტივი და უფრო ინტუიტიური გახდა.