სექტემბრის ღონისძიებაზე Apple-მა iPhone X-ის გარდა მისი (და არა მარტო) უსადენო დამტენი, AirPower-იც წარმოადგინა. თუმცა ეს მოწყობილობა გაყდვასი ჯერ არ არის და სავარაუდოთ 2018 წლიდან გაიყიდება. თმცა თანხის დაგროვება აქედან რომ დაიწყოთ ჯობია.
Apple-ის მარკეტოლოგებმა ძალიან აიშვეს. იმის გარდა, რომ iPhone X-ის ფასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, აქსესუარებიც ფასებიც ასტრონომიულია.
ერთ-ერთი საცალო გაყიდვების პოლონურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია AirPower-ის შესახებ. ფასი მართლაც შემაშფოთებელია — 999 პოლონური ზლოტი. რაც ამერიკულ ფასებში თუ გადმოვიყვანთ, 199 დოლარს უტოლდება.
ქართულ რეალობაშ რომ გადმოვიტანოთ, ფასი ჩვენს ოფიციალურ მაღაზიებში შესაძლოა 699 ლარი გამოვიდეს (ეს ჩვენი მოსაზრებაა და ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის).
მოკლედ, ხომ გინდოდათ უსადენო დამტენი Apple-ისგან? მაშინ ფულები გაამზადეთ!
წყარო: MacRumors