მიუხედავად იმისა, რომ iPhone X-ის ფასი $999-ია, ხოლო დიდ მოცულობიანი 256GB-ანი ვერსია $1,1149 ღირს — Tim Cook მიიჩნევს, რომ ფასი საბოლოო ჯამში იმაზე ნაკლებია, ვიდრე კვირაში რამოდენიმე ჭიქა ყავა.
კონფერენციის შემდეგ, ხუთშაბათს, ტიმმა ისაუბრა კვარტლის შედეგებზე და Apple-ის წარმატებებზე. მან ასევე განაცხადა, რომ iPhone X-ის შეძენა შეუძლიათ თვეში სულ რაღაც $33 დოლარად, გადახდა 30 თვის განმავლობაში მოხდება და საბოლოო ჯამში ზუსტად $1,000 დაჯდება.
“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბევრ ადამიანს შეუძლია თვიური გადახდით iPhone-ის შეძენა. თანხა რომელიც სულ რაღაც რამდენიმე ჭიქა ყავას უდრის, რომელსაც ერთ კვირაში სვამთ. — განაცხადა Tim Cook-მა.