iPhone X-ში არაერთი სიახლეა, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო მაინც — ეკრანის ახალი ტიპია. Apple-მა პირველად გამოიყენა თავის პროდუქტებში OLED-მატრიცა და ჟურნალისტებმა პირველ რიგში დაიწყეს მისი შედარება კონკურენტების ეკრანებთან.
მთავარი კონკურენტები ამ შედარებაში გახდნენ Galaxy Note8 და Google Pixel 2 XL.
უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კორეული კომპანია OLED-ეკრანებს თავის სმარტფონებში ჯერ კიდევ 2008 წლიდან იყენებს. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია Apple-ისათვის გამოეყენებინა ბაზარზე არსებული საუკეთესო OLED-დისპლეი.
მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც როგორც წესი ხდება სმარტფონების ეკრანების შედარება — სიკაშკაში დონეა. ეს მაჩვენებელი იზომება ნიტებში (ნტ, ან nt).
iPhone X დამაჯერებლად წინ უსწრებს კონკურენტებს. 5.8 დიუმიანი ეკრანის სიკაშკაშე 574 ნიტს შეადგენს. Galaxy Note 8-ს — 408 ნიტი აქვს, ხოლო Google Pixel 2 XL-ს — 438 ნიტი. სხვა მწარმოებლების სმარტფონებისათვის სიკაშკაშის გასაშუალებული მნიშვნელობა, შეადგენს 433 ნიტს.
სამსუნგისგან განსხვავებით, ეფლი არასდროს მიისწრაფოდა გამოსახულების გაჯერებულობის გაზრდას პროგრამული გზებით. შედეგად, ფერები iPhone X-ზე უფრო ბუნებრივად გამოიყურება.
სამი ფლაგმანის შედარების შედეგად, შეგვიძლია ცხადად დავინახოთ, რომ Galaxy Note 8-ის ფერებში ჭარბობს ცისფერი უფრო მეტად. iPhone X-ის ფერთა გამა ყველაზე მორიდებულია: 123%, ხოლო Pixel 2 XL-ს — 130% და საერთოდ წარმუდგენლად მაღალი Note 8-ში — 204%.
iPhone X-ის მატრიცის სიკაშკაშის მაღალი დონის წყალობით, ეფლის ფლაგმანს უპირატესობა აქვს ჩამუქებული ელემენტების უკეთ გამოსახვის თვალსაზრისით. გამოსახულება გამოდის უფრო დეტალური, გადასვლები ისეთ ფრაგმენტებს შორის, როგორიცაა ცა და წყლის ზედაპირი, უფრო ბუნებრივი გამოდის.
TrueTone ტექნოლოგიის წყალობით, iPhone X-ის ეკრანი კარგად ახერხებს თეთრი ფერის ბალანსის კორექციას. iPhone X-ისთვის Delta-E-ს მაჩვენებელი შეადგენს 0.28-ს და 0.2-ს, როდესააც ჩართულია TrueTone (რაც უფრო 0-ისკენ მიისწრაფვის ეს მაჩვენებელი, მით უკეთესია).
Pixel 2 XL-ს ეს მაჩვენებელი აქვს 0.21, ხოლო Note 8 აშკარად აუტსაიდერია — Delta-E მაქვს აქვს 0.5. მომხმარებლების თვალებს კორეელები აშკარად არ უფრთხილდებიან.
და ბოლოს ხედვის კუთხეების ტესტირებამ გამოავლინა, რომ iPhone X უკეთესია, ვიდრე კონკურენტების სმარტფონები. OLED-მატრიცების უმეტესობის დაავადება ფერის დამახასიათებელი ცვლილება ხედვის კუთხის ცვლილებასთან ერთად.
iPhone X-ის შემთხვევაში გამოსახულება ასევე კარგად გამოიყურება. უკიდურეს კუთხეებში (დაახლოებით 180°), გამოსახულებას სილურჯე დაკრავს, მაგრამ ისე ძლიერ არა, როგორც Galaxy Note8-ს და მითუმეტეს Pixel 2 XL-ს.
Apple-ის სმარტფონის ეკრანის ტესტირების შეჯამება რომ გავაკეთოთ, უნდა ვთქვათ შემდეგი. კომპანია ტყულად არ ითრევდა ფეხს საკუთარ პროდუქტებში OLED-ეკრანების გამოყენებისგან. ტექნოლოგიის სათანადოდ შესწავლის შემდეგ, Apple-მა შეძლო წარმოდგინა ჩვენთვის სმარტფონი საუკეტესო ეკრანით, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი კონკურენტის ბეჭებზე დაგდება.
წყარო: TomsGuide