პოპულარულმა YouTube-არხმა EverythingApplePro ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ეფლის ახალი ფლაგმანური ტელეფონის ქრაშ-ტესტი.
თავის ვიდეო-რგოლში წამყვანი ჯერ ცდის iPhone 8-სა და iPhone X-ს დამცავ შალითებში. ასეთ ვარდნებს ბეტონის იატაკზე ტეელფონები მშვენივრად უძლებენ.
შემდეგ გამოცდა გაგრძელდა შალითების გარეშე. iPhone 8-მა და iPhone X-მა უპრობლემოდ გაუძლეს მყარ, ბეტონის იატაკზე ვარდნას 1 მეტრი სიმაღლიდან.
სამაგიეროდ ადამიანის სიმაღლიდან ვარდნას მერვე აიფონმა ვერ გაუძლო და უკანა ხუფი სრულიად დაიმსხვრა.
ამასობაში iPhone X-მა 1 მეტრი და 75 სანტიმეტრი სიმაღლიდან ვარდნას გაუძლო და გადარჩა.
იმავე სიმაღლიდან წიბოზე ვარდნა iPhone 8-სთვის ასევე საწყალობლად დასრულდა, ხოლო iPhone X-მა ფოლადის დამცავი სალტეს წყალობით კვლავ გაუძლო დარტყმას.
და ბოლოს, iPhone 8 ეკრანით ქვემოთ დაცემას უძლებს, iPhone X-იც ასევე გამძლეა. ჩვენ სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით.
თუმცა ტესტირების განმავლობაში iPhone X-მა მაინც მიიღო დაზიანება და Face ID-ის სენსორები მწყობრიდან გამოვიდა. სახთ სმატფონის განბლოკვა შეუძლებელი გახდა.
ჩვენ მაინც გირჩევთ, რომ ფრთხილად და აკურატოულად მოეპყროთ თქვენს სანუკვარ iPhone X-ს. ჩვენ გაგფრთხილეთ!
მაგრამ ახალი მოდელის დარტყმაგამძელობა განსაცვიფრებელია. Apple, როგორ აკეთებ ამას? ასწავლე კონკურენტებსაც 😉
წყარო: EverythingApplePro