საიტმა PhoneArena გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე რამდენიმე მომხმარებელმა უკან დააბრუნა iPhone X მაღაზიაში მას მერე, რაც რამდენიმე დღე ისარგებლა ამ მოწყობილობით.
ერთ-ერთი მომხმარებელი პირველი იყო იმათ რიგებში, ვინც 27 ოქტომებრს წინასწარი შეკვეთა გააკეთა და 3 ნოემბერს მიიღო ახალი მოდელი.
რამდენიმე დღე სარგებლობის შემდეგ მომხმარებელმა გადაწყვიტა კვლავ ისარგებლოს Galaxy Note 8-ით, ვინაიდან კორეული სმარტფონი „მისთვის უფრო მოსახერხებელია“.
კიდევ ერთმა მომხმარებელმა ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება:
მე Apple-ის ტექნიკის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ iPhone X-მა იმედები გამიცრუა. გასულ პარასკევს (3 ნოემბერი) მე მივიღე ნანატრი სმარტფონი, მაგრამ კვირას (5 ნოემბერს) გადავწყვიტე უკან დამებრუნებინა.
სიმართლე გითხრათ, ნერვებს მიშლის ის კუნძული ეკრანზე და OLED-მატრიცაც დიდი ვერაფერია, ვიდრე ჩე���ი iPhone 6S-ის ეკრანი. არ მომწონს, რომ აკუმლატორის ხატულას პროცენტები არ აწერია და ვერც ეკრანულ ახალ ჟესტებს მივეჩვიე.
ერთადერთი, რაც iPhone X-ში კარგია — ანიმირებული ემოჯები. მოკლედ, გამოსასვლელი დღეები ჩამეფუშა. მე დავაბრუნე iPhone X მაღაზიაში, მე მეორე ვიყავი, ვინც ეს გააკეთა.
iPhone X-ზე გადასვლა, გასულ მოდელებთან შედარებით, მართლაც მოითხოვს გარკვეულ ადაპტაციას.