Apple-ის საბაზრო ფასმა NASDAQ-ზე 8 ნოემბრის ვაჭრობის შემდეგ პირველად გადალახა 900 მილიარდი დოლარის ზღვარი. ძირითადი სავაჭრო სესიის დასრულებისას კომპანია 0.8%-ით გაძვირდა, $176.24 ერთ აქციაზე, ხოლო კაპიტალიზაციამ (ყველა ფასიანი ქაღალდის ჯამური ღირებულება) $904.9 მილიარდი შეადგინა.
კომპანიის საბაზრო ფასმა სარეკორდო ზღვარს iPhone X-ის გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიაღწია.
ამის გარდა, კომპანიის კვარტალური ანგარიშგება უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობნენ. 2 ნოემბერს Apple-მა გვამცნო ამონაგების და მოგების ზრდის შესახებ. თანხის ნახევარზე მეტი სმარტფონების გაყიდვიდან არის მიღებული. სუფთა მოგებამ ამ კვარტალში $10.7 მილიარდი შეადგინა.
წყარო: cnbc.com