GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ ჩანს აპლიკაციები iPhone X-ის ეკრანზე

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
13/11/2017
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეკრანის თანაფარდობა — 19,5:9, რომელითაც აღჭურვლია iPhone X, აშკარად უფრო მეტ კონტენტს იტევს ვიდრე ეს სხვა iPhone-ებს შეუძლიათ. PhoneArena-ს ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ხშირად ძალიან სასარგებლოა. ამასთანავე ხანდახან განსხვავება, არც თუ ისე მნიშვნელოვანია. რა არის ეს? შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები.

პარამეტრები

წარმოდგენილ ეკრანებზე შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევთ, რომ სამივე iPhone-ზე სივრცეები არ არის რაციონალურად გამოყენებული. მაგრამ iPhone X-ზე ეს არ უშლის ხელს იმაში, რომ ეკრანზე უფრო მეტი პარამეტრი დაეტიოს. ფაქტი ერთია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გასაოცარ სიახლეს წავაწყდით, მაგრამ ფაქტია, რომ მუშაობის პროცესში — ძალიან კომფორტულია.


უფრო აშკარაა, რომ გაფართოებული ეკრანის ეფექტი ჩნდება მაშინ, როდესაც სექციების სიდიდე ჩამოიშლება და ნაკლები ადგილია გამოყოფილი. თუ შევადარებთ iPhone 8-ზე 12 ელემენტს ვხედავთ, ხოლო iPhone X-ზე 14.5-ს.

ზარების ისტორია

იდენტური ელემენტების სიმრავლის გამო, რომლებიც არ განსხვავდება ერთმანეთისგან პიქტოგრამებით, შემომავალი / გამავალი ზარების სიაში პრაქტიკულად არ არის შესამჩნევი. ალბათ კარგად განვითარებული თვალის მქონე ადამიანებისთვის — განსხვავება უფრო ხელსაყრელი იქნება.

ბროუზერი


ტესტირებისთვის რეგულარული ბრაუზერი Safari შეირჩა, რადგან ეს უნდა იყოს ყველაზე პოპულარული და ადაპტირებული ეკრანის თვისებებთან. ამ შემთხვევაში iPhone X მუშაობს საუკეთესოდ, X-ის ეკრანზე სტატიები ბევრად უკეთესია ვიდრე 8 და 8 Plus-ზე, რადგან აშკარად უფრო მეტი წარწერა და ხატულა ჩანს.

განსხვავება განსაკუთრებით შეიმჩნევა თუ გახსნით Apple-ის საიტს, აშკარად X უფრო ეფექტურია.

Apple Music


ცხადია, Apple Music-ი უფრო დახვეწილად გამოიყურება iPhone X-ის ეკრანზე. სხვა მოდელებზე იგივე ეფექტის მისაღწევად, საჭირო იყო საკონტროლო ელემენტის ზომის შემცირება.

აპლიკაციების მაღაზია


Apple-ის აპლიკაციების მაღაზია საშუალებას გვაძლევს, რომ ობიექტურად ვთქვათ – iPhone X-ის ეკრანი კუპერტინოს მოთამაშეების ფავორიტია.

Instagram

უბრალოდ შეხედეთ თქვენით სხვაობას.

კალენდარი


კალენდარი — ეს ერთ-ერთი iOS-ის აპლიკაციაა, რომელის შემთხვევაშიც 8-სა და X-ის ეკრანებში დიდი სხვაობა არ არს.

რუკა

რუკებში კვლავ iPhone X-ის უპირატესობაა, ყურადღება მიაქციეთ ფოტოებს.

Youtube


ამ შემთხვევაშიც iPhone X-ის ეკრანის უპირატესობა შეიმჩნევა, რადგან მის ეკრანზე ერთით მეტი ვიდეო ეტევა. როგორც ჩანს დეველოპერები ახალი iPhone X-ის სივრცეებს რაციონალურად იყენებენ. მეტიც, ისინი უფრო ყურადღებით უდგებიან ამ საკითხს, ვიდრე თავად Apple.

ასე რომ, არსებობს განსხვავება iPhone 8-სა და iPhone X-ის ეკრანებს შორის აპლიკაციების კუთხით? დიახ, არსებობს! აშკარაა, რომ iPhone X-ის ეკრანზე არსებული აპლიკაციები უფრო სასარგებლო გახდა? რა თქმა უნდა, ის გამოყენებაში ძალიან კომფორტული იქნება.

Tags: iOSiPhone
Previous Post

Face ID მოატყუეს ნიღაბის საშუალებით (ვიდეო)

Next Post

100%-იანი ფასდაკლება: 5 აპლიკაცია, რომელიც დროებით უფასოა

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
80
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
411
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
461
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
100%-იანი ფასდაკლება: 5 აპლიკაცია, რომელიც დროებით უფასოა

100%-იანი ფასდაკლება: 5 აპლიკაცია, რომელიც დროებით უფასოა

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG