iPhone X-მა შემოგვთავაზა სრულიად ახალი დიზაინის ენა iPhone-ებისთვის. როგორი იქნება iPad-ი იგივე შესანიშნავი ეკრანით? ამ კითხვაზე თავისი პასუხი კონცეპტ არტსიტმა მარტინ ჰაიეკმა გაგვცა.
მართალია საბოლოო შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორი იქნება ახალი iPad-ი, ან ერქმევა თუ არა მას iPad X, მაგრამ დიზაინი ნამდვილად მიმზიდველია. დიზაინის ენის შეცვლაც ნამდვილად აზრს მოკლებული არ არის რადგან Apple-მა დროთა განმავლობაში გვაჩვენა რომ სხვადასხვა პროდუქტებში საერთო დიზაინის კონცეპცია სწორად კომპანიის მთავარი სტილია.
ახალი iPad-ის, პირობითად iPad X-ის გამოსვლა 2018 წლისთვის არის მოსალოდნელი.
წყარო: CultofMac