Apple Watch-ს შეუძლია არტერიული ჰიპერტენზიის და აპნოეს (ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას) დიაგნოსტირება — გამოარკვიეს კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო, აშშ) და კომპანია Cardiogram-ის მკვლევარებმა. როგორც გაირკვა, დიაგნოსტირება 90%-იანი სიზუსტით არის შესაძლებელი, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს მიმართონ ექიმს და მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.
დარღვევების გამოსავლენად მკვლევარებმა გამოიყენეს აპლიაკცია Cardiogram, რომელიც ნეირონული, თვითსწავლადი ალგორითმების საშუალებით იკვლევს პაციენტის ჯანმრთელობას. მისი საშუალებით საათს შეუძლია გულის შეკუმშვების სიხშირისა და ნაბიჯმზომის მაჩვენებლების ინფორმაციის ინტეპრეტირება არტერიული წნევის მატების ნიშნებში.
მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზის დასასმელად კვლავაც საჭიროა საფუძვლიანი კვლევა სტაციონარულ მდგომარეობაში, Apple Watch შეასრულებს პირადი მოტივატორის როლს და უბიძგებს მომხმარებელს მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას. ადრე Cardiogram-ის ალგორითმებმა წარმატებულად შეძლეს არითმიის სიმპტომების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე. კვლევის ზისუსტე 97% აღმოჩნდა.
წყარო: CNBC