Apple-ის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი, კომპანია Quanta Computer გვატყობინებს ზოგიერთ დეტალს AR-აქსესუარის შესახებ.
ს.ს. ლონგმა, რომელიც Quanta Computer-ის თავმჯდომარის მაოდგილეა, ივარაუდა, რომ ეს იქნება „გარნიტურული მოწყობილობა სრულიად გამჭვირვალე იბიექტივით, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ და გვქონდეს ურთიერთქმედება გარემოსთან“. როგორც ჩანს, საუბარია ან მუზარადზე, ან სათვალეებზე.
ამჟამად ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მსგავსი მოწყობილობა ბაზარზე 2019 წელს გამოვა.
ლონგმა აღნიშნა, რომ გაჯეტი $1000-ზე ნაკლები ეღირება, მაგრამ ეს არ არის დაზუსტებული. მისი აზრით, მგავსი არც ისე ძვირი მოწყობილობა ბაზარზე დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს.
ეს არ არის პირველი მომწოდებელი, რომელიც საუბრობს AR-აქსესუარზე. ცოტა ადრე Catcher Technolog-ის ინსაიდერებმა დაადასტურეს, რომ ისინი აწვდიან ზოგიერთ კომპონენტს Apple-ს ამ ტექნოლოგიისათვის.
წყარო: Macrumors