ელოდით Apple-ის სმარტ სპიკერს? ჩვენ კი, ახლა უკვე მეტის მოცდა მოგვიწევს.
დღეს Apple-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ HomePod-ის გამოსვლის თარიღი 2018 წლის დასაწყისში გადაიდო.
ცოტა მეტი დრო გვჭირდება, ის მზად არის ჩვენი მომხმარებლებისთვის. 2018 წლის დასაწყში დავიწყებთ გადაზიდვებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში.
როგორც ჩანს საახალწლოდ სახლში არავის არ ექნება Apple-ის ჭკვიანი სპიკერი, ასევე სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის პირველი გადაზიდვების სივრცეში.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროდუქტი Apple-ს დიდ მოგებას მოუტანს. სხვათა შორის, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოსვლის თარიღი შეიცვალა. [BuzzFeed]