Apple-ის კამპუსში Apple Park-ის სტუმრობა დღეს დილით დაიწყო, გახარებული Apple-ის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებოდნენ, როდის დაიწყებდა Apple სტუმრების მიღებას.
ის აშენებულია კანტილევერის ნახშირბადის ბოჭკოვანი სახურავით, რომელიც მოძრაობს კიბეებთან ერთად, ქვის კედლები და ტერაზას სართულები, რომელიც ძალიან ესთეტიკურია და უხდება მთლიანად კამპუსს.
არსებობს დიდი 3D Apple Park-ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სტუმრებზე ვირტუალური რეალობის საშუალებით, iPad უნდა დაუმიზნოთ მას და დაინახავთ მთლიან კამპუსს, სად იმყოფებით და რა გაქვთ კიდევ სანახავი.
მაღაზია გთავაზობთ Apple Park-ის აქსესუარებსა და სეციალურ ექსკლუზიურ მაისურებს, ქუდებს, ბარათებს, სათამაშო ბარათები და ჩანთები. კაფე გთავაზობთ ყავას, ჩაის და საჭმელს.
სახურავზე არის ტერასა, რომელიც გთავაზობთ ლანდშაფტს, ძალიან ლამაზ ხედებს. იქიდან შეგიძლიათ დაინახოთ ლამაზი პარკი სადაც 9 000-ზე მეტი ხეა დარგული.
Apple Park-ი ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით. შაბათს იხსნება 10 საათზე და იკეტება 6 საათზე. ხოლო კვირას იხსნება 11 საათზე და იკეტება 6 საათზე.
წყარო: [MacRumors]