სპეციალისტების მიერ iPhone-ის შიგნიდან შესწავლის შემდეგ, სმარტფონის ყველა კომპონენტის მთლიანი ჯამური ღირებულება — 370.5 დოლარად შეფასდა. ამის შემდეგ კომპანია Statista-ს ექსპერტებმა მოამზადეს ცხრილი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ Apple-ის სმარტფონების თვითღირებულებები.
ექსპერტების აზრით, iPhone X-ის ამხელა ფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი Samsung-ის 5.8 დიუმიანი AMOLED ეკრანია. სხვათა შორის, კორეელები ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ მოგების შესახებ და ზეიმობდნენ, გასაგებია iPhone X-ის გაყიდვებიდან მოგების დიდი ნაწილი სად მიდის.
მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი რკინის და მინის ჩამონტაჟებული საყრდენი. ეს საკმაოდ მოულოდნელია, რადგან Apple-მა უფრო ნაკლები დახარჯა ამაში ვიდრე კომპლექსური კამერა და სენსორია, რომელიც ჩამოყალიბდა Face ID-ის ბაზაზე.
iPhone X-ის მინიმალური ღირებულება 999 დოლარია, ხედავთ ალბათ კომპანიამ რა შთაბეჭდილებები მოახდინა ძვირადღირებული სმარტფონით. რამდენიმე თვის წინ ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple-ის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმეს გაუკვირდება.