რამდენიმე საათის წინ Microsoft-მა დაადასტურა, რომ Apple-ი იძულებული გახდა ჩინურეთის რეგიონალური App Store-დან Skype Messenger-ის აპლიკაცია ამოეღო. წაშლის მიზეზი ჩინეთის კანონმდებლობაა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ მიიღო მობილური აპლიკაციების კონტროლის გადაწყვეტილება, რომელიც უფლებას იძლევა მხოლოდ ხმოვან და ვიდეო გზავნილებზე, მაგრამ არ აკმაყოფილებს დადგენილი ინტერნეტ პროტოკოლის მოთხოვნებს. ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება შეწყდება — აცხადებს ჩინეთის მთავრობა.
Skype-ის აპლიკაცია პირველად ამოღებული იქნა ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ ის რაღაც პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. ახლა კი ისევ გაქრა. როგორც იცით ჩინეთის მთავრობა დაუნდობელია, მათ აიძულეს Apple, რომ Microsoft-ის აპლიკაცია ამოეღოთ.
წყარო: MacRumors