Financial Times-სთან საუბრისას რამდენიმე სტუდენტმა, რომელთა ასაკი 17-დან 19 წლამდეა, განახცადეს, რომ ისინი პრაქტიკას გადიოდნენ Foxconn-ის ქარხანაში. სამთვიანი პრაქტიკა უნივერსიტეტში სწავლის სავალდებულო დანამტი აღმოჩნდა.
ჩვენ იძულებული ვიყავით გვემუშავა სოწრედ აქ, თუმცა ამ სამუშაოს არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს ძირითად პროფესიასთან. ყოველდღიურად მე ვაწყობდი iPhone X-ის 1200 ცალ კამერას.
იანი, 18 წლის სტუდენტი
უნივერსიტეტმა კომენტარისგან თავი შეიკავა, მაშნ პრესის წარმოამდგენლებმა მიმართეს Apple-ს და Foxconn-ს. როგორც გაირკვა, ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევები, სტიდენტ-სტაჯიორებისათვის ახალი ხილი არაა. კომპანიის ადმინისტრაცია დაპირდა, რომ „დაარეგულირებს ამ საკითხს“.
სტუდენტები მუშაობდნენ ნებაყოფლობით და კომპენსაციას იღებდნენ. ასევე ჰქონდათ სხვადასხვა შეღავათები. ზეგანაკვეთურად მათთვის მუშაობა აკრძალულია.
Apple-ის და Foxconn-ის კომენტარი
აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით Foxconn-ის ქარხნებში განასაკუთრებულად დიდი აჟიოტაჟია. შესაბამისად საჭირო ხდება თანამშრომელთა შტატის დროებით გაზრდა 100 000-დან 300 000-მდე.
ყველაზე რთულ დღეებში Foxconn 20 000 აიფონს აწყობს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეფლი იძლებულია თვალი დახუჭოს არასრულწლოვანი სტუდენტების მუშაობაზე.
კომპანიის განცხადებით, ყველაფერი ოფიციალურადაა და რეგულირებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
მართალია iPhone X-ის აწყობა სუფთა მექნაიკური სამუშაო არის და მას მინიმალური ცოდნა სჭირდება, ფაქტია, რომ $1000-იან სმარტფონს ბავშვები აწყობენ.
წყარო: FT