ზოგიერთი iPhone X-ის ეკრანი ჭრაჭუნობს

ზოგიერთი iPhone X-ის ეკრანი ჭრაჭუნობს

iPhone X-ს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვუწოდოთ სრულიად ახალი აიფონი. ახალი ეკრანი, დიზაინი, ავტორიზაციის სისტემა… ეს სია სრული არ იქნებოდა ზოგიერთი აპარატურული პრობლემების გარეშე.

ეკრანზე მწვანე ზოლების გარდა, ბლოგერმა YouTube-არხიდან iAppleGeek აღმოაჩინა კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი iPhone X-ის კონსტრუქციაში.

ეკრანის ქვედა მარცხენა კიდეზე თითის დაჭერისას სრულიად ახალი მოდელის ეკრანი ჭრაჭუნობს.

აღნიშნული პრობლემა — წინა თაობების აიფონებსაც ახასაითებდათ. მსგავსი აპარატურული ხარვეზი ჯერ კიდევ iPhone 6-ში შეგვხვდა.

მაგრამ ძველ მოდელებზე ეს ჭრაჭუნი ტელეფონის გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ თუ შეგხვდებოდათ. სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა აგვიხსნეს ეს პრობლემა წებოს გამოშრობით, რომელიც გამოიყენება ეკრანისა და კორპუსის ჰერმეტიზაციისათვის.

iPhone X-ის შემთხვევაში პრობლემა ფაქტიურად მყისიერად გამოვლინდება. არის თუ არა ეს საგარანტიო სიტუაცია — ჯერ გაუგებარია. თუ ტელეფონის ყიდვიდან ჯერ 14 დღე არ გასულა და თქვენ აღმოაჩინეთ ეს ხარვეზი, მოითხოვეთ ტელეფონის შეცვლა.

წუარო: YouTube

39 thoughts on “ზოგიერთი iPhone X-ის ეკრანი ჭრაჭუნობს”

  1. დადეთ ერთი პოსტი სადაც შეკრავთ ყველა პრობლემას. საინტერესოა რამდენი დაგროვდება. თორემ სულ ერთი და იგივეა შეგრძნება კი ისეთია თითქოს 1000 პრობლემა აქვს.

    1. არ მინდა 😀 ძაან დიდია და 300 დოლარით ძვირია, მაგისთვის არ მცხელა, კამერა მაქვს საყიდი 😀

    2. Tamuna კი ბატონო, ეკრანის დიაგონალი არის უფრო დიდი, მაგრამ იმის ხარჯზე რო კიდეებში ნაკლები ადგილია დატოვებული, მთლიანობაში ტელეფონი დიდი არაა.

  2. ჩემ 6ს უფრო კარგი თეთრი ფერი აქვს ვიდრე x 2 ვნახე უკვე და ორივეს თეთტი ყვითელში გადასდის

  3. ეკრანი არ აჭრაჭუნებულა , მაგრამ დინამიკებიდან შხრიალი ისმის სანამ არ გადაიტვირთება ტელეფონი ?

  4. ეს არაა ახალი პრობლემა თითქმის ყველა მოდელს ქონდა მსგავსი ხარვეზი , ქარხნული “ბრაკია” მეტი არაფერი. შეიძლება ბოლტების მოშვებამ და ახლიდან მჭდროდ დაჭერამ გამოასწოროს დაჟე

Leave a Comment