კომპანია გუგლის დეველოპერებმა, სპეციალურად iOS-ის საოპერაციო სისტემისთვის, უფრო კონკრეტულად iPhone-სა და iPad-ისთვის — Youtube-ის ახალი ვერსია გამოუშვეს.
განახლების მიზეზი ერთი შეცდომის დაფიქსირებაა. შეცდომა შემდეგია: Youtube-ის აპლიკაცია iOS 11-ზე არაეფექტურად მოიხმარდა ბატარეას. ფორუმზე ამ პრობლემას — “აკუმლატორის ჭამას” უწოდებდნენ.
Google ასეთ საკითხებს საკმაოდ მყისიერად უდგება და ცდილობს მალევე მოაგვაროს ყველა საჩივარი. ეს განახლება კონკრეტულად ამ პრობლემის გამო მოხდა, რაც აპლიკაციის განახლებაში წერია კიდეც.