დღეისათვის OLED-კერანების ბაზრის ლიდერი არის კომპანია Samsung, თუმცა სხვა მრავალი მწარმოებელი აქტიურად დებს ინვესტიციას ამ მიმართულების განვითარებაში. გაისად Samsung-ის მონოპოლია წესით უნდა დაინგრეს.
ჩინურმა კომპანია BOE Technology-მ, რომლის შესახებ ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ, წარმოადგინა საინტერესო ეკრანი, რომელიც განკუთვნილია iPHone X-ის სტილის სმარტფონებში გამოსაყენებლად. ეკრანს აქვს ჭრილი ზედა ნაწილში. ამასთან ეკრანის დიაგონალი სეადგენს 6.18 დუიმს (iPhone X-ში 5.8 დუიმია). ეკრანის გაფართოება არის 2992х1440 წერტილი, პიქსელების სიმკვრივე — 537 ppi, სიკაშკაშე — 390 კდ/მ2.
მიუხედავად იმისა, რომ iPhone X-ის დიზაინი არაერთგვაროვან გამოხმაურებას ჰპოვებს მომხმარებლებს შორის, ეს მას ხელს არ უშლის იმაში, რომ უკვე აქრტიურად იყიდება. ეს კი თავის მხრივ იწვევს სხვა მრავალ მიმდევარს. არ არის გამორიცხული, რომ გაისად ბაზარზე ბევრი ჩინური სმარტფონი გამოვიდეს iPhone X-ის დიზაინით. BOE Technology-ს გადაწყვეტილი აქვს გახდეს მოქნილი AMOLED-ეკრანების მიმოწდებელი ამ სფეროში.
ამასთან ერთად, კომპანიას აქვს პრეტენზია გახდეს Apple-ის მომწოდებელი, ვიანიდან ეფლს სურს სამსუნგის მონოპოლიისგან განთავისუფლება, ამ სფეროში. ხელშეკრულება ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის, თუმცა BOE-ს ზრახვები ფრიად სერიოზულია.
წყარო: GizmoChina