როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს Face ID-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგია, ის სრულყოფილი მაინც არ არის. ამ ეტაპზე სახის ამოცნობის აუცილებელი პირობაა მომხმარებლის გახელილი თვალები.
სამწუხაროდ, აზიის ქვეყნების მაცხოვრებელბისათვის iPhone X-ის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალმა ხერხმა არასასიამოვნო სურპიზი მიართვა. TrueDepth-სკანერი უარს ამბობს ამოიცნოს იაპონიისა და ჩინეთის მაცხოვრებლების თვალის ვიწრო ჭრილი.
Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოქვეყნა რამოდენიმე ეკრანული სურათი, რომელზეც აჩვენა, რომ iMessage-ში ანიმოჯები უარს ამბობენ მფლობელის სახის ამოცნობას.
აღნიშნული ხარვეზის გასწორების გზები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. შესაძლოა, Apple მორიგ განახლებაში წარმოადგენს რაიმე გადაწყვეტილებას.
და მართალია Apple გვიმტკიცებს, რომ წინასწარ გატესტა Face ID ათეულობით მომხმარებელზე, რომლებიც ყველა ეროვნებას წარმოადგენდნენ, აზიური სახის წყობის მომხმარებელს iPhone X ყოველთვის ვერ ცნობს.
წყარო: Reddit