ჩვეულებრივ iPhone-ის გვერდითა ღილაკებით რინგტონის ხმის რეგულირება არის შესაძლებელი. თუმცა iOS 11-ის გამოსვლის შემდეგ, ამ ღილაკების დანიშნულება შეიცვალა და ახლა მთლიანად ტელეფონის გამომავალი ხმის რეგულირება ხდება.
მათ ვისაც ძველი დანიშნულება ურჩევნია და სურს რომ გვერდითა ღილაკებით რინგტონის ხმი არეგულიროთ, გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას:
- შევდივართ Settings-ში
- ვაჭერთ Sounds & Haptics-ს
- Change with buttons ვცვლით on-ზე
თუ რაიმე ვიდეო ან მუსიკა გექნებათ ჩართული ამ შემთხვევაში გვერდითა ღილაკებით კვლავ მისი ხმის რეგულირება იქნება შესაძლებელი როგორც ადრე.
წყარო: iMore