გიგანტმა კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ახალი სტატისტიკა ყველაზე ხშირად მოძიებულ სიტყვებს შორის, 2017 წელს გუგლში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის — iPhone 8 მოხვდა.
ამ ყველაფრის მიზეზი ერთი მარტივი და ლოგიკური ფაქტია, რის გამოც iPhone 8 უფრო პოპულარული გახდა. Apple-ის მომხმარებლების მასიური ნაწილი, 12 სექტემბერს კომპანიისგან ნუმერაციულად iPhone-ის მერვე მოდელს ელოდა.
რა თქმა უნდა iPhone X-იც ერთ-ერთი ყველაზე პიპულარული სიტყვაა რაც Google-ში დაიწერა, მაგრამ ის iPhone 8-ის შემდეგ მოდის და მეორე ადგილს იკავებს.
გაჯეტების კატეგორიაში iPhone-ების შემდეგ — ნინტენდოს კონსული, Samsung Galaxy S8 და Xbox One X მოყვებიან.
კომპანია Google-მა მომხმარებლებს ტრადიციულად ახალი სარეკლამო ვიდეო რგოლი წარუდგინა, ვიდეოში აღბეჭდილია ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებსაც ხალხი Google-ის საიტის მეშვეობით ეცნობოდნენ.
წინა წელს, პირველ ადგილზე iPhone 7 გავიდა, მეორე ადგილს კი Pokemon GO იკავებდა.
1.Meghan Markle
2.iPhone 8
3.Hurricane Irma
4.Fidget spinner
5.Manchester bombing
6.Grenfell Tower
7.13 Reasons Why
8.Tara Palmer-Tomkinson
9. Shannon Matthews
10.iPhone X