Apple-ის პირველი ოფიციალური მაღაზია სამხრეთ კორიაში წლის ბოლომდე — 30 დეკემბერს გაიხსნება — იუწყება კორეის საიტი ETNews-ი.
სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე ნოემბრის თვეში დასრულდა, მისი გახსნა 30 დეკემბერს იგეგმება, აცხადებს სამშენებლო კომპანია რომელიც Apple-ს ემსახურება. სავარაუდოდ მაღაზია ჩვეულებრივად დილის 10 საათიდან დაიწყებს მუშაობას.
Apple-მა ახლახანს აზიის ტერიტორიაზე გახსნა ორი ახალი App Store — ტაივანსა და სინგაპურში. სამხრეთ კორეაში გახსნილი პირველი ოფიციალური მაღაზია Apple-თვის შესაძლოა მე-500 აღმოჩნდეს.
მთელი მსოფლიოს მაშტაბით ოფიციალურად Apple-ს 499 მაღაზია აქვს.