Apple-ის AirPods-ები იანვირს ბოლომდე გაყიდულია. თუ საახალწლოდ ფიქრობდით, რომ Apple-ის უსადენო ყურსასმენი უნდა შეგეძინათ, სამწუხაროდ ცოტა გაგიჭირდებათ.
თუ თქვენ დღეს შეუკვეთავ AirPods მისი მიღების სავარაუდო თარიღი იანვრის დასაწყისში იქნება. ეს ეხება: აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს.
ექსპერტების აზრით, მისი გაყიდვების მატება ახალი წლის მოსვლასთან არის დაკავშირებული. როგორც იცით ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ყურსასმენია და Apple-ის პროდუქციებში ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ნივთი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.
მისი ფასი — 159 დოლარია.