Face ID-თან დაკავშირებით მთელი რიგი უარყოფითი მიმოხილვების მიუხედავად — ახალი OLED ეკრანისა და აკუმულატორის ენერგოეფექტურობის გამო iPhone X-ის მფლობელები მას მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ დასკვნებს ექსპერტთა ჯგუფი მიმოხილვების ანალიზის შემდეგ აკეთებენ, კერძოდ კომპანია Analytics-ი.
კომპანია Analytics-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, iPhone X-ის მომხმარებელთა შეფასებით, 5 ბალიან სისტემაში — სმარტფონმა 4.65 ქულა აჩვენა. დაგვეთანხმებით რომ ასეთი შედეგი ამ დრომდე არცერთ სხვა კომპანიის სმარტფონს ჰქონია.
მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს iPhone X-ის ახალი აღჭურვილობა TrueDepth კამერა, რომელიც გამორჩეულია უსაფრთხოებით და ინოვაციური ფუნქციით • Animoji — აცხადებენ ანალიტიკოსები.
სამომხმარებლო გარემოს გარდა iPhone X-ის საუკეთესო კამერაზე და ეკრანზე სხვაგანაც საუბრობენ. ამ ყველაფერს მომხმარებლების გარდა — პროფესიული რეცენზენტებიც ადასტურებენ. რომელთა შეფასებითაც, Top 10 სმარტფონში უმაღლეს ქულას იღებს. მსგავსი ინფორმაციები ვრცელდება დისტანციური ლაბორატორიის ექსპერტების მიერ კერძოდ • DisplayMate-სგან.