მიუხედავად იმისა, რომ Angela Ahrendts-ი ჩვენს საყვარელ კომპანიას ოფიციალურად სულ რაღაც 3 წელია ხელმძღვანელობს, რეალურად ამას ის უკვე დიდი ხანია აკეთებს. მას კომპანია Burberry-მა ოცნება აუხდინა და მისი დატოვება არ სურს.
ბოლო პერიოდში არენდსი ABC-თან რადიო ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორ სთავაზობდა ტიმ კუკი ახალ სამსახურს.
“მინდა გულწრფელად გითხრა: “მე არ ვარ ტექნიკოსი”, — მან ტიმს პირველ შეხვედრაზე უთხრა, რომ Apple-ში უმრავლესობა ასეთია.
იგი იხსენებს, რომ ყველა მის არგუმენტზე ტიმის რეაგირება ერთი და იგივე იყო, მოთმინება და სიმშვიდე. პირველი შეხვედრის შემდეგ მან კატეგორიულად განაცხადა:
“დარწმუნებული ვარ! ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ”
ტიმი დარწმუნებული იყო არენდში, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ Burberry-ის ხელმძღვანელი უნდა გამხდარიყო Apple-ის საცალო ერთეულის ხელმძღვანელი. თუ გადავხედავთ ბოლო წლებში Apple-ში მისი მოღვაწეობის შედეგებს, დავასკვნით, რომ ტიმს იმედები არ გაუცრუვდა.