ვაშინგტონში, თეთრი სახლში, ადმინისტრაციის მიერ სტუმრებს აეკრძალათ Apple Watch-ისა და სხვა სიმ-ბარათიანი მოწყობილობების გამოყენება. ინოვაციების საკითხი შეეხო ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციის დასავლურ მხარეს, სადაც ყველაზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
ABC News-ის თანახმად — აიკრძალა სმარტფონები, პორტატული კომპიუტერები, ჭკვიანი საათები, ფიტნეს ტრეკერები და სხვა მოწყობილობები. აიკრძალა ის მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ უკაბელო ინტერფეისებს, როგორიცაა WiFi და Bluetooth მოდული. ამ განკარგულების მიზანი, თეთრი სახლის მონაცემებთან წვდომის გათიშვაა. ამას გარდა, თანამშრომლები ნაკლებად მოწყდებიან პირად საქმეებს.
ახლა ყველა სტუმარმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს Apple Watch-ი და სხვა მზგავსი ელექტრონიკა, სანამ დასავლეთ ფრთაზე იქნებიან. აქამდე ასეთი მოწყობილობების ტარება მშვიდად შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა შემოდგომის პრეზენტაციაზე წარმოადგინა Apple Watch 3-ის ახალი ვერსია, რომელსაც ფიჭური კავშირგაბმულობის მოდული დაემატა Cellular+LTE. მისი გამოყენება ახლა უკვე დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი, რომელსაც აღარ სჭირდება iPhone-თან წვდომა. საქართველოში ფიჭური კომუნიკაცია ჯერ არ მუშაობს.