როგორც იცით, მინ-ჩი-კუო-მ უკვე დიდი ხნის წინ თქვა, რომ მომავალ წელს Apple 3 ახალ სმარტფონს წარმოგვიდგენს. და შესაძლებელია ეს იყოს ყველაზე დიდი განახლება დიზაინის თვალსაზრისით.
iPhone-ის მომხმარებლები ახალი სმარტფონის ეკრანშიც იგივე “ნახევარკუნძულს” ელოდებიან, მაგრამ ამ წყაროების მიხედვით — iPhone XI-ზე შემცირდება ბაზელები და იგი უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
როგორც iDropNews-მა მოგვაწოდა ინფორმაცია — “ნახევარკუნძულის” დაპატარავება მოხდა TrueDepth-ის სკანერის დამონტაჟების გამო, რომელიც პირდაპირ სმარტფონის კამერაში იქნება ჩაშენებული. Insider-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, Apple ამ საკითხზე მუშაობს.
საინტერესოა, რომ iPhone XI შესაძლოა გახდეს პირველი iPhone რომელსაც 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ფაქტი მხოლოდ დიზაინერ-ენთუზიასტების წარმოსახვაში დარჩეს.
რა თქმა უნდა ფოტოებზე მხოლოდ კონცეპტებია, მაგრამ ის ლოგიკურად არის შექმნილი.
წყარო: [9to5mac]