როგორც იცით ბარსელონაში ყოველწლიურად მობილურების კონგრესი იმართება. ამ წლის MWC-ზე iPhone X-ის მსგავსი სმარტფონი წარადგინეს. ამის შესახებ 3u.com-ი წერს.
ეს სმარტფონი ეკრანის ზომით, კამერების განლაგებითა და სხვადასხვა კომპონენტებით მაქსიმალურად მიმსგავსებულია iPhone X-ს. კომპანიებმა რამდენიმე მოდელი წარმოადგინეს, რომლების ფასიც 40 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმი ღირებულება 366 დოლარს შეადგენს.
მობილურების მსოფლიო კონგრესი ბარსელონაში 26 თებერვალს გაიხსნა და დღეს დასრულდა.