Apple-ის მიერ შემოთავაზებული დამტენი სხვა კომპანიების დამტენებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ერთდროულად 3 მოწყობილობის დატენვა შეუძლია. iPhone-ის Apple Watch-ისა და AirPods-ის.
როგორც Bussines Insider-ი წერს, მოწყობილობა სავარაუდოდ Apple-ის მარტის ღონისძიებაზე გამოჩნდება, რომელი ღონისძიებაც ჯერ ოფიციალურად არ დაანონსებულა. დამტენის სავარაუდო ფასი 199 დოლარი იქნება.
Apple-მა AirPower wireless დამტენი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში დააანონსა.