როგორც მოსალოდნელი იყო, WWDC-ის დეველოპერების ღონისძიება 4 ივნისიდან 8 ივნისამდე McEnery საკონფერენციო ცენტრში გაიმართება. Apple-მა ეს ინფორმაცია დამსწრები საზოგადოებისთვის მისაღები განცხადებით დაადასტურა. ღონისძიებაზე მიწვეულები იქნებიან არა მხოლოდ დეველოპერები, არამედ კრეატიული და არაორდინალური ხალხი.
“როდესაც კრეატივი და ტექნოლოგიები ერთიანდებიან, ეს იწვევს წარმოუდგენელი იდეების დაბადებას” — ჩვენი მიზანია, მოვუწოდოთ მთელ მსოფლიოში მყოფ ნიჭიერ ადამიანებს, რომ შემოგვიერთდნენ და აქციონ თავიანთი იდეები რეალობად”
ივენთზე მოხვედრა ზუსტად ისეთივე სტრატეგიით ხდება, როგორც ეს წინა წლებში იყო. ბილეთების მიღების მსურველებს შეუძლიათ ბილეთების გათამაშებაში მიიღონ მონაწილეობა.